10 დეკემბერს მოსკოვში რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შორის ,,სამთავრობოთაშორისი" კომისიის მეთორმეტე სხდომა გაიმართება, სადაც მოსკოვსა და ცხინვალს შორის სოცლიალურ-ეკონომიკურ თანამშრომლობაზე ილაპარაკებენ.
კომიიის სხდომას რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ხლოპონინი და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მთავრობის თავმჯდომარე დომენტი კულუმბეგოვი დაესწრებიან.
ისინი სამხრეთ ოსეთის მომავალი განვითარებისთვის აუცილებელ პირობებსა და 2014 წლის საინვესტიციო პროგრამის შედეგებზე იმსჯელებენ.
ასევე, განიხილავენ მომავალი წლების საინვესტიციო პროგრამების განხორციელების გზებსა და პერსპექტივებსაც.