ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გალის რაიონის მოსახლეობის სოცილაური მდგომარეობა ამ რაიონის პოტენციალს არ შეესაბამება.
,, გალის რაიონი მთელ აფხაზეთში ერთ-ერთ მდიდარ რაიონად ითვლება. აქაური მოსახლეობის სოციალური მგომარეობა კი სრულიად არ შესაბამება რაიონის შესაძლებლობებს." - აღნიშნა ხაჯიმბამ.
მან ოკუპირებული აფხაზეის ეკონომიკის მინისტრს დაავალა, რომ გალის რაიონის დაბალი ზონის სოფლების გზების გასარემონტებლად და აღსადგენად ფინასების საკითხი უახლოეს პერიოდში მოაგვაროს.
გალის რაიონის ე. წ. სასაზღვრო ზონის სოფლებს, სასაზღვრო-გამშვები პუნქტების შემოწმების მიზნით, რაულ ხაჯიმბა გასულ კვირას ეწვია.