საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ყაზახეთის რესპუბლიკის საფინანსო ორგანიზაციების და საფინანსო ბაზრის მეთვალყურეობის რეგულირების ეროვნულ სააგენტოს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.დოკუმენტს ხელი დღეს, ყაზახეთში მოეწერა.
როგორც ასტანაში მყოფი "ჯი-ეიჩ-ენის" კორესპონდენტი იტყობინება, მას ქართული მხრიდან ხელი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ, ყაზახური მხრიდან კი სააგენტოს ხელმძღვანელმა ელენა ბახმუტოვამ მოაწერეს.
"საქართველოსა დ ყაზახეთს შორის საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობები არსებობს, განსაკუთრებით საბანკო სექტორში. საქართველოში არსებული 13 ბანკიდან ორი ყაზახური ბანკია. აღნიშნული მემორანდუმი ხელს შეუწყობს ჩვენსა და ყაზახეთის საბანკო სექტორებს შორის ურთიერთყობას", - განაცხადა ქადაგიძემ.
მისივე განმარტებით, აღნიშნული მემორანდუმი ყაზახურ ბანკებს საქართველოში და პირიქით, ბიზნესის კეთებასაც გაუადვილებს