დონეცკის სეპარატისტულ რეგიონისთვის ოკუპირებულ აფხაზეთში კაზაკთა კავშირის ინიციატივით ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება, დაახლოებით, ერთი კვირის წინ დაიწყეს.
აქციაში ავღანეთის აფხაზ ვეტარანთა კავშირი და კაზაკ მეომართა კავშირიც ჩაერთვნენ, რომელთა წამოწყებას ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობამაც აუბა მხარი.
,,ჩვენ გადავწყვიტეთ, დავეხმაროთ დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებს. ამ ეტაპზე ჩამოვიტანეთ ციტრუსი: ლიმონი და მანდარინი. ერთ ტონა მანდარინს ბავშთა სახლებს დავურიგებთ. დანარჩენი ტვირთი ჰოსპიტალებში გადანაწილდება.
მალე სხვა ჰუმანიტარულ დახმარებასაც ჩამოვიტანთ." - განცახადა აფხაზეთის კაზაკთა კავშირისა და კაზაკ-ვეტერანთა კავშირის ატამანმა ვადიმ მირონენკომ, რომელიც პირადად ჩავიდა დონეცკში.
მისი თქმით, ამჟამად ოკუპირებულ აფხაზეთში დონეცკიდან დევნილი 7 ოჯახი ცხოვრობს, რომელთაც ადგილობრივი მოსახლეობა ეხმარება.
მასალის გამოყენების პირობები