ოკუპირებული აფხაზეთის გენერალური პროკურორის ალექსი ლომიას თქმით, გენპროკურატურასთან საგამოძიებო კომიტეტის შექმნის შესახებ კანონპროექტი პარლამენტს უახლოეს პერიოდში გადაეცემა.
,,მსგავსი კომიტეტის არსებობა იმისთვის არის საჭირო, რომ საგამოძიებო ორგანოებზე ზეწოლის საშუალება მინიმუმამდე დავიყვანოთ.
კომიტეტს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე უხელმძღვანელებს.
სახელმწიფო უშიშროების სამსახურის, მილიციისა და პროკურატურის ყველა გამომძიებელს კი ამ ახალ სტრუქტურაში გადავიყვანთ." - განაცხადა ლომიამ.
მისი თქმით, სტრუქტურის ამოქმედება გამომძიებელებს საშუალებას მისცემს, დამოუკიდებლად იმოქმედონ და არავის ნებას არ დაექვემდებარონ.
,,დღეს თითო რიგით გამომძიებელს ათამდე უფროსი ჰყავს, რომელთაც სადაც უნდათ იქ შეუძლიათ წერტილი დაუსვან მათზე დაქვემდებარებული პირის მუშაობას. სწორედ ასეთი ვითარების აღმოსაფხვრელად გვჭირდება სტრუქტურა, სადაც ყველა გამომძიებელი გაერთიანდება და ამ მანკიერ ,,წესებს" აღმოფხვრის" - განაცხადა ალექსი ლომიამ.
მასალის გამოყენების პირობები