ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლება ქართული მოსახლეობისთვის საქართველოს მოქალაქეობაზე ურის თქმის ახალ მექანიზმს ამზადებს.
ამის შესახებ ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის გენერალურმა პროკურორმა ალექსი ლომიამ გაავრცელა.
მისი თქმით, მომავალი წლიდან ოკუპირებული აფხაზეთის მოქალაქის პაპსორტის ახალი ნიმუშების გაცემასთან დაკავშირებით, გენერალური პროკურატურა ქართული მოსახლეობის მიმართ მნიშვნელოვანი ზომების გატარებას აპირებს.
,,შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ჩვენ ვამუშავებთ ძალიან რთულ ინსტრუქციას, რომლითაც მოსახლეობა იძულებული იქნება დაგვიმტკიცოს, რომ ისინი არ ყოფილან ან არ არიან საქართველოს მოქალაქეები", - აცხადებს ლომია.