ოკუპირებული აფხაზეთის გენერალურმა პროკურორმა ალექსი ლომიამ აფხაზ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ მისი უწყება, სხვა ქვეყნების მაგალითსა და გამოცდილებაზე დაყრდნობით, მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებას იწყებს.
მისი თქმით, პირველ ყოვლის, უწყებაში კადრების შერჩევისა და დანიშვნის მიდგომები შეიცვლება, გენერალურ პროკურორს უფლებები განესაზღვრება და შეიქმნება პროკურატურის უმაღლესი საბჭო.
,,პროკურატურის უმაღლესი საბჭო იქნება კანნონით შეკრული სტრუქტურა, რომელშიც სამი პროკურორი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, პარლამენტის, საზოგადოების და სამეცნიერო წრის თითო წევრი გაერთიანდება." - განაცხადა ლომიამ.
უმაღლესი საბჭო კონკურის საფუძველზე პროკურატურის საკადრო შემადგენლობის ფორმირებაში მიიღებს მონაწილეობას.
როგორც კი რეფორმა ძალაში შევა, ოკუპირებული აფხაზეთის პროკურატურის ყველა თანამშრომელი შტატს მიღმა აღმოჩნდება. შემდეგ გენერალური პროკურორი თანამდებობებზე დანიშნავს იმ პირებს, რომლებიც უმაღლეს საბჭოსთან შესაბამის ატესტაციას წარმატებით გაივლიან.
,,ჩემის აზრით, დღეს მოქმედი პროკურორებიდან ატესტაციას 40 % ვერ გაივლის. შესაბამისად, ჩვენ ვაკანტური ადგილები გვექნება." - აღნიშნა ალექსი ლომიამ.
მასალის გამოყენების პირობები