ჩრდილო კავკასიაში განლაგებულ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ნაწილი საკომუნიკაციო სპეც-ტექნიკით მოამარაგეს.
კავშირგაბმულობისთვის საჭირო დაახლოებით 50 ცალ უახლეს სპეციალურ ტექნიკურ აღჭურვილობას შორის არის: მოძრავი ციფრული სარელეო სადგური, საკურიერო საფოსტო სადგური, სამეთაურო-საშტაბო მანქანები, საანტენო მოდულები და მართვისა და კონტროლის საკომუნიკაციო პუნქტები.
რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბის უწყებით, ასეთი სპეცტექნიკით იმ სამხედრო ნაწილის მეკავშირეები მომარაგდნენ, რომლებიც დაღესტანში, ჩეჩნეთში,ინგუშეთში, ყაბარდო-ბალყანეთსა და ჩრდილო და სამხრეთ ოსეთში არიან დისლოცირებული.
მასალის გამოყენების პირობები