4 წლის შემდეგ აფხაზეთს საკუთარი ძლიერი ეკონომიკა უნდა ჰქონდეს და საკუთარი თავი თავად უნდა შეინახოს.
ამ მიზანს მიეძღვნა ოკუპირებული აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტის სხდომა, რომელზეც აფხაზეთის ეკონომიკურ-სოციალური განვითარების გზებზე იმსჯელეს.
,,მსოფლიო ეკონომიკის ლავირებული ვარდნა და რუსეთის, როგორც პარტნიორი ქვეყნის ეკონომიკური პრობლემები, ბუნებრივია, ჩვენც გვეხება.
ასეთ ვითარებაბში, აუცილებელია აფხაზეთმა საკუთარი ძალები მოსინჯოს. ჩვენ ამის პოტენციალი, ნამდვილად, გვაქვს." - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის პრემიერ-მინისტრმა ბესლან ბუთბამ.
მისი თქმით, ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლება უკვე ამუშავებს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამას, რომელიც 2025 წლამდე იქნება გაწერილი.
პროგრამის შექმნაში გამოცდილი პროფესიონალები და სხვადსხვა სფეროს ექსპერტები მონაწილეობენ. მათ გარდა, სამუშაო პროცესში ყველა არსებული სამინისტროს წარმომადგენელი უნდა ჩაერთოს, რათა არავის დარჩეს უპასუხო კითხვა.
ბუთბამ ვადებზეც ისაუბრა და განსაზღვრა, რომ ეკონომიკური განვითარების პროგრამა მომავალი წლის გაზაფხულზე საზოგადოებისთვის წარსადგენად უკვე მზად იქნება.
ამასთან, ბესლან ბუთბამ სამინისტროების ხელმძღვანელებს დაავალა, თავიანთი უწყების მომავალი წლის მოკლევადიანი სამოქმედო პროგრამა და ხედვები, მიმდინარე წლის 25 დეკემბრამდე მოამზადონ და პოლიტიკურ წრეებსა და პარლამენტს გააცნონ.