პირველად დე-ფაქტო დამოუკიდებლობის მოპოვებიდან სოხუმი სავალუტო კონტროლს იწყებს. ამის შესახებ არაღიარებული რესპუბლიკის ეროვნული ბანკი იტყობინება. უწყების წარმომადგენლის, ზურაბ აჯინჯალის თქმით, სავალუტო ოპერაციებს აფხაზეთში ახალი რეგულაციები განსაზღვრავს. ამ დროისათვის დეფაქტო რესპუბლიკაში ფულად მიმოქცევაში რუსული რუბლი და აფხაზეთის ბანკის მიერ გამოშვებული ერთაპსარიანია, რომელიც 10 რუბლის ექვივალენტია. ფულადი გადარიცხვები კი კომპანიების, კონტაქტის, მიგომის, ზალატაია კარონას და ინტერექსპრესის მეშვეობით ხორციელდება. ფულადი გადარიცხვების სისტემა ვესტერნ იუნიონი კი აფხაზეთში არ მუშაობს.
მასალის გამოყენების პირობები