ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის მილიციის განყოფილების თანამშრომლებმა ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებისთვის სოფელ ჭუბურხინჯში მცხოვრები დევი ყოლბაია და პაატა ქაჯაია დააკავეს.
სამედიცინო ნარკოლოგიური ექსპერტიზის შედეგად ორივე მათგანს ,,მარიხუანას" მოხმარება დაუმტკიცდა.
ამავე განყოფილების მილიციის თანამშრომლებმა დააკავეს 1978 წელს დაბადებული, გალელი ზაზა აგუმავა, რომელიც ნარკოტიკული ნივთიერება ,,მეტადონის" ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
სამივე დაკავებულის საქმე გალის რაიონის სასამართლოს გადაეცა.