ცხინვალმა რუსეთისგან 13 მილიონის ღირებულების საბაჟო ტექნიკა მიიღო. ამის შესახებ სააგენტო "რია ნოვოსტი" იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთს პრემიერ მედვედევის განკარგულებით სარენტგენო-სატელევიზიო აღჭურვილობები და საიდენტიფიკაციო მოწყობილობები გადაეცა. სპეცტექნიკის გადაცემის ცერემონია ვლადიკავკაზში გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები