საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელის მოვალეობას დროებით ედიშერ მაჩაიძე შეასრულებს. როგორც ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ საგანგებო პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ის 26 თებერვლამდე არ ჩაერევა ფედერაციის საქმიანობაში.
26 თებერვალს კი ჭიდაობის ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა გაიმართება, რა დროსაც ყრილობაში მონაწილე პირები მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ ვინ უხელმძღვანელებს ფედერაციას.
გადაწყვეტილება რიგგარეშე ყრილობის ჩატარებასთან დაკავშირებით პრეზიდიუმის სხდომაზე იქნა მიღებული. სადაც მხარეები ლუკა კურტანიძის საქმიანობის შესახებ შეფასებით ანგარიშსს გაეცნენ.
პრეზიდიუმმა ანგარიშის წარდგენის შემდეგ გადაწყვეტილება კურტანიძის გადაყენების შესახებ ვერ მიიღო.
შეგახსენებთ, რომ სექტემბრის დასაწყისში მოჭიდავეებმა ლუკა კურტანიძის საქმიანობა გააპროტესტეს და მისი გადადგომა მოითხოვეს.
მასალის გამოყენების პირობები