17 დეკემბერს, 20:00 საათზე, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, აშშ-ის საელჩო საქართველოში, საქართველოს სოლიდარობის ფონდი და ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალური ცენტრი წარმოგიდგენთ მსოფლიო მნიშვნელობის ამერიკული ვოკალური ჯგუფის „ნიუ იორკ ვოისისა" და თბილისის სიმფონიური ორკესტრის „საახალწლო საქველმოქდო საღამოს" ვახტანგ კახიძის დირიჟორობით.
„საახალწლო საღამოზე" „New York Voices" მიერ სპეციალუირად ამ საქველმოქმედო კონცერტისთვის არანჟირებული ცნობილი საშობაო კომპოზიციები შესრულდება. გრემის ჯილდოს მფლობელი New York Voices-ისა და მუსიკალური ცენტრის მიერ ჩატარებული ერთობლივი კონცერტი საქველმოქმედოა - შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება "საქართველოს სოლიდარობის ფონდში" და მოხმარდება ონკოლოგიური დაავადებების მქონე 21 წლამდე პაციენტების მკურნალობას.
„საახალწლო საღამოები" ტრადიციად იქცევა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ეგიდით, მსოფლიო მნიშვნელობის მუსიკოსებისა და ქართველი შემსრულებლები მონაწილეობით ყოველწლიურად გაიმართება.
ბილეთები იყიდება საკონცერტო დარბაზის სალაროში და ონლაინ - „biletebi.ge"-ზე