აფხაზი მილიციელების თავსატეხი ალკოჰოლის ან ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლები არიან, - აცხადებს სოხუმის მილიციის განყოფილების უფროსი ბესლან ჭკადუა.
მისი თქმით, დღეისთვის სოხუმში არსებულ თითოეულ საპატრულო მანქანაზე დამონტჟებულია ვიდეოკამერა, ეკიპაჟს თან აქვს ალკოტესტერი, რითაც ადგილზე შეუძლიათ მძღოლების სიფხიზლის განსაზღვრა. უახლოეს ხანებში იგეგმება ფორმაზე ვიდეოთვალის დამაგრება, რაც არამარტო წესრიგისდამრღვევის, არამედ წესრიგისდამცავების ქმედებასაც გააკონტრლებს.
"აფხაზი მილიციელების თავსატეხი ძირითადად არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მძღოლები არიან, რომლებიც ან ალკოჰოლის ან ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან და რომელთა მიზეზითაც ავტოსაგზაო შემთხვევები ხდება. ხშირია ნარკოტიკული ნივთიერება ,,მარიხუანას გასაღების ფაქტებიც", - აცხადებს ჭკადუა.
ბესლან ჭკადუას თქმით, ზოგიერთ პიროვნებას სოფელში კანაფი მოჰყავს, შემდეგ კი ჯიბით ან მანქანის შიდა საბარგულით სოხუმში ჩააქვს და იქ ასაღებს.