საავტომობილოჟურნალი "აუტო ბილდსაქართველო" კომპანია "ვისოლის" მხარდაჭერით, მსოფლიოშიყველაზეპრესტიჟულსაავტომობილოდაჯილდოებას - "ოქროსსაჭე 2014-ს" საქართველოშიც მართავს, რომელიც საუკეთესო ავტომობილების გამოვლენას გულისხმობს.
გრძელდება აქცია-ღონისძიებები, რომლებსაც სხვადასხვა ავტო ბრენდების წარმომადგენლები თავიანთი მოდელების მხარდასაჭერად მართავენ. ამჯერად, ჟურნალისტებს „კია მოტორსი" უმასპინძლებს (დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-2 კმ.).
კიას მხარს ის ცნობილი სახეები დაუჭერენ, რომლებიც ამ ბრენდის ავტომობილების მფლობელები არიან და საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით გაგვიზიარებენ თუ რატომ უნდა მიიღოს კიამ ოქროს საჭის ჯილდო. ღონისძიება შაბათს, 29 ნოემბერს, 14.00 საათზე კია მოტორსის ცენტრში გაიმართება.
კონკურსში მონაწილეობას იღებენ წლის საუკეთესო ავტომობილები, რომლებიც გადანაწილებულნიარიან 6 კლასში. რჩეული ავტომობილისთვის ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარეობს ვებგვერდზე: www.autobild.ge.