პარიზის სასამართლომ საფეხბურთო კლუბ „ბასტიის" თავდამსხმელს ბრანდაოს ერთთვიანი პატიმრობა მიუსაჯა. გარდა ამისა, ბრაზილიელი ფორვარდი ჯარიმის სახით 20 ათას ევროს გადაიხდის.
ამის მიზეზი „პარის სენ ჟერმენთან" შეხვედრისას მომხდარი ინციდენტი გახდა. ბრანდაომ პსჟ-ს ნახევარმცველს ტიაგუ მოტის სახეში თავი ჩაარტყა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელს ცხვირი გაუტყდა.
როგორც ინცინდენტის შემდეგ ბრანდაუმ განაცხადა, ტიაგუ მას მთელი თამაშის განმავლობაში სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, თუმცა ბრაზილიელს მისთვის მძიმე ტრავმის მიყენება არ სურდა.