გასული ორი დღის განმავლობაში, 25-26 ნოემბერს აფხაზეთის მილიციის სხვადასხვა რაიონის განყოფილების თანამშრომლებმა ნარკოტიკის მოხმარებისთვის რამდენიმე პირი დააკავეს.
გულირიფშის რაიონის მილიციელებმა ოპერტიულ-პროფილაქტიკური სამუშაოების დროს ეჭვის ნიადაგზე სოხუმის მკვიდრი დიმიტრი გარმელია დააკავეს, რომელსაც სამედიცინო ნარკოლოგიური შემოწმებისას ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანას" მოხმარება დაუდასტურდა.
,,მარიხუანას" ზემოქმედების ქვეშ ყოფნა დაუდასტურდათ ასევე გალის რაიონის მილიციელების მიერ დაკავებულ გალელ გოგიტა გოგოხიას და აჩიგვარელ დოჩი ჯგერენიას. ჭუბურხინჯელი ლადო ფიფიას სამედიცინო ექსპერტიზის შედეგმა კი აჩვენა, რომ ის ,,მეტადონის" მომხმარებელი იყო.
5 გრამამდე ნარკოტიკული ნივთიერება ,,მეტადონი" აღმოუჩინეს გაგრის რკინიგზის სადგურზე დაკავებულ კ. კონჯარიას. როგორც ოპერატიული-სამძებრო სამუშაოების შედეგად დადგინდა, ხსენებული ნივთიერება მოსკოვი-სოხუმის მატარებლის ერთ-ერთი ვაგონის გამცილებელს გაგრელი ჰაჯარათ ზანთარიასთვის გამოატანეს. ,,ამანათის" წასაღებად სწორედ კონჯარია გამოცხადდა, რომელიც გაგრის სასამართლომ ქალაქიდან გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლა, ზანთარია კი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
როგორც სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, დაკავებისას ზანთარია ,,მეტადონის" ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
საქმეს ქალაქ გაგრის პროკურატურის სატრანსპორტო განყოფილება იძიებს.
მასალის გამოყენების პირობები