ესპანური ავიაკომპანია iberia და British Airways-ი გაერთიანების შესახებ შეთანხმებას ხელს მოაწერენ. გაერთიანება 20101 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ გაერთანება ორივე კომპანიის აქციონერებისათვის, კლიენტებისა და თანამშრომლებისათვის მომგებიანი იქნება. "ახალი კომპანია მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ჯგუფი გახდება. 408 საჰაერო ხომალდი წელიწადში სხვადასხვა მიმართულებით 200 რეისს განახორცილებს და 58 მილიონზე მეტ მგზავრს გადაიყვანს", _ ნათქვამია დოკუმენტში.
გაერთიანებას მხარი ორივე კომპანიის აქციონერებმა და ევროკავშირის რეგულატორებმა უნდა დაუჭირონ.