კომპანა Google ციფრული ბიბლიოთეკის შექმნისას ახალ პრობლემებს წააწყდა. ამერიკის ფოტოგრაფებისა და მხატვრების საზოგადოებებმა Google-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს. მათი მტკიცებით, ციფრული წიგნების ბიბლიოთეკა მათ საავტორო უფლებებს არღვევს.
იურუდიული კონსულტანტების თქმით, Google პროფესიონალური ნამუშევრების ექსპლუატაციას ეწევა. იურისტები ათასობით მხატვრის სახელით შესაბამის კომპენსაციის ითხოვენ.
2005 წელს ამერიკის ავტორთა გილდიამ და გამომცემელთა ასოციაციამ საჩივარი მანჰეტენის სასამართლოში შეიტანა, თუმცა მაშინ მხარეებმა შეთანხმება შეძლეს. ციფრული ბიბლიოთეკის შესაქმნელად უფლების მისაღებად Google-მა მოსრჩელეებს 125 მლნ დოლარი გადაუხადა.
მასალის გამოყენების პირობები