ოკუპირებულ აფხაზეთში სამართალდამცავების მხრიდან რეგულარული რეიდების ჩატარებამ მოსახლეობაში უკმაყოფილება გამოიწვია.
აფხაზებს არ მოსწონთ, რომ ქუჩაში ნიღბიანი შეიარაღებული პირები აჩერებენ და ჩხრეკენ.
ამის შესახებ, გუშინ, ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციური პარტია ,,ამცახარას" მიერ სოხუმში გამართულ მიტინგზე გამომსვლელებმა ისაუბრეს.
,,რეიდები, ომონი და იზოლატორი აფხაზებს არ შეეფერებათ, ამიტომ ქვეყნის არც ერთ პრეზიდენტს არ მიუღია გადაწყვეტილება, რომ მისი მოქალაქეები გზაში ნიღბიან უცხო პირებს გაეჩერებინოს, გაეჩხრიკოს და ხელების გადაგრეხვით გადაეყვანოს იზოლატორში. ეს აფხაზეთისთვის დამახასიათებელი არ არის" - განცხადა ,,ამცახარას" პოლიტსაბჭოს წევრმა მარინა გუნბამ, რომლის სიტყვებსაც შეკრებილი საზოგადოება ტაშით შეხვდა.