ოკუპირებული აფხაზეთის, გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ ნადარაია თავის თანამოქალაქეებს Facebook-ის გვერდით ეხმიანება და რუსეთსა და აფხაზეთს შორის ,,თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ" ხელშეკრულების დაწუნების თუნდაც ერთი მიზეზის დასახელებას თხოვს.
,,მითხარით, გეთაყვა, ყოველგვარი ვარაუდისა და ,,თუს" გარეშე, ხელშეკრულების რომელი მუხლი არღვევს აფხაზეთის სუვერენიტეტს? თუ ლაპარაკია საშიშროებასა და საფრთხეებზე, ის ყოველთვის არსებობს...
ყველაზე დიდი საშიშროება ჩვენსავე თავშია, თუ ჩვენს სუვერენიტეტს რეალური შინაარსით არ შევავსებთ და რეალურ ეკონომიკას არ შვქმენით...
მეგობრებო, აფხაზეთის ძარცვა მეტად აღარ შეიძლება, ასე ჩვენ უბრალოდ დავიღუპებით. შეიძლება ქვეყნისგან ჯამაგირი მივიღოთ, მაგრამ არ გავძარცვოთ და საკუთარ თავს არ დავცინოთ.
ამიტომ, რომელი მუხლი შეიძლება ჩვენთვის საფრთხეს წარმოადგენდეს, მე ვერ ვხედავ.
მომხმარებლის ნემსზე დამოკიდებულება, ვიცი, როგორია, სამწუხაროდ, ჩვენ ასეთი გზა ავირჩიეთ და როგორც ჩანს, ამ გზიდან გადახვევა, არც ისე ადვილია. თუმცა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვის... რა თქმა უნდა, შეგვიძლია შპრიცში შხამი ჩავასხათ, ასევე შეგვიძლია გავავსოთ ის წამლით." - წერს თავის ქარაგმულ მიმართვაში ნადარაია.