მასობრივი არეულობები თურქეთში. ადგილობრივი „გალათასარაისა" და სერბულ „ცვენა ზვეზდას" საკალათბურთო მატჩის დაწყებამდე თურქი გულშემატკივრები თავს სერბული კლუბის ფანებს დაესხნენ. ხელჩართული ჩხუბის შედეგად „აბდი იპეჩკი არენაზე" ათობით ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთი მათგანის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.
სერბ გულშემატკივარს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები ჰქონდა მიყენებული. ბელგრადი მომხდარს „მტრული ჟესტის" გამოვლინებად აფასებს და დამნაშავეთა სრული სიმკაცრით დასჯას მოითხოვს.