ლენელ მესი შესაძლოა გაასამართლონ. „ბარსელონასა" და არგენტინის ეროვნული ნაკრების ლიდერს გადასახადების დაფარვაში ადანაშაულებენ.
გაზეთ The Guardian-ის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში არგენტინელმა ესპანეთის სახელმწიფო ხაზინას 52 მილიონი ევრო შესძინა, თუმცა მას კიდევ რამდენიმე მილიონს ედავებიან. ამის გამო „ბარსას" ლიდერი კლუბის შეცვლას აპირებს.
ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ 2016 წელს „ბარსა" მესის ტრანსფერზე დააყენებს. ამჟამად მას კლუბთან კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს.