საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების მწრთვნელობა კრისტოფერ დაუმს შესთავაზა. ამის შესახებ გაზეთი „ტელეგრაფი" იტყობინება. გერმანელი მწრთვნელი ამ ინფორმაციას ოფიციალურად ადასტურებს და აცხადებს, რომ კონტრაქტის პირობებს უახლოეს ხანებში გაეცნობა. საბერძნეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწრთვნელის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ფარერის კუნძულებთან წაგებული თამაშის შემდეგ კლაუდიო რანიერი პოსტიდან გადადგა. ეროვნული ნაკრების მწრთვნელად თემურ ქეცბაიას კანდიდატურაც განიხილებოდა.