კატალონიურმა „ბარსელონამ" შესაძლოა კლუბის ლიდერი გაყიდოს. ამის შესახებ ესპანური მედიასაშუალებები იტყობინებიან. გავრცელებული ინფორმაციით, „ბარსა" მესის ტრანსფერზე 2016 წელს დააყენებს, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობა ამ ინფორმაციას ჯერჯერობით ოფიციალურად არ ადასტურებს. არგენტინელი ვარსკვლავის სატრანსფერო ღირებულება დღეისათვის 250 მილიონ ევროს შეადგენს. მესის შეძენით „მანჩესტერ სიტი," „პარის სენ ჟერმენი," „ინტერი" და „ჩელსი" არიან დაინტერესებულნი.
მასალის გამოყენების პირობები