შვეიცარიის საუკეთესო ჩოგბურთელებმა იჩხუბეს. Daily Mail-ის ინფორმაციით, როჯერ ფედერერს სტანისლავ ვავრინკა პროფესიონალ ჩოგბურთლთა ასოციაციის ტურნირის ნახევარფინალის შემდეგ დაუპირისპირდა. ამის მიზეზი ფედერერის ცოლი მიროსლავა გახდა, რომელივ ვავრინკას მტკიცებით, თამაშის მსვლელობის დროს მის მიმართ ლოჟიდან შეურაცხმყოფელ კომენტარებს აკეთებდა. ვავრინკას მტკიცებით, ფედერერის მეუღლე მას უიმბლდონის ტურნირზეც შეურაცხყოფდა, რაზეც ჩოგბურთელს რეაგირება არ მოუხდენია. რით დამთავრდა გასახდელში ჩოგბურთელთა დაპირისპირება, ჯერჯერობით უცნობია. რამდენიმე დღეში ფედერერი და ვავრინკა დევისის თასის ტურნირზე შვეიცარიის სახელით გამოვლენ და შესაძლოა წყვილშიც ითამაშონ.
მასალის გამოყენების პირობები