ლუკა მოდრიჩმა მიმდინარე სეზონი, შესაძლოა, გამოტოვოს. ამის მიზეზი მსოფლო ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში მიღებული ტრავმა გახდა. მადრიდის რეალისა და ხორვატიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი იტალიასთან შეხვედრაში მძიმედ დაშავდა. მან მყესი დაიზიანა, რის გამოც 28-ე წუთზე მოედნის დატოვება მოუხდა. ფეხბურთელის გამოჯანმრთელებას სავარაუდოდ თვენახევარი დასჭირდება.