მსოფლიოს წამყვანი ფეხბურთელები ებოლის წინააღმდეგ გაერთიანდნენ. კამპანიაში „ტერთმეტი ებოლის წინააღმდეგ" ცნობილი ვარსკვლავები კრიშტიანუ რონალდუ, ნეიმარი, დიდიე დროგბა და ფილიპ ლამი გაერთიანდნენ. კამპანიის ფარგლებში ეპიდემიის შესახებ ფილმის გადაღება, რადიოგადაცემების ჩაწერა და პოსტერების დაბეჭდვა იგეგმება, რომლებიც დასავლეთ აფრიკაში გავრცელდება. ფეხბურთის ვარსკვლავები აფრიკის მცხოვრებლებს იმ მედიკამენტების შესახებ მოუყვებიან, რომლებიც ფატალური ვირუსისგან თავის დასაცავად, პროფილაქტიკის მიზნით უნდა მიიღონ.
მასალის გამოყენების პირობები