ლოს ანჟელეს ლეიკერსს რთული პერიოდი უდგას. კობი ბრაიანტის გუნდმა წელს კლუბური ანტირეკორდი დაამყარა. დასავლელებმა NBA-ს პირველობაზე ზედიზედ მეცხრე შეხვედრა დათმეს. „გოლდენ სტეიტთან" „ლეიკერსი" ანგარიშით 115:136 დამარცხდა.
ლეიკერსელთა შორის საუკეთესო, როგორც მოსალოდნელი იყო, ბრაიანტი გახდა, რომელმაც 40 ქულა მიითვალა და ამ მაჩვენებლით უილტ ჩემბურლენსა და მაიკლ ჯორდანს დაეწია, თუმცა „გოლდენ სტეიტთან" შეხვედრაში man ტყორცნების 50 პროცენტი გააფუჭა.