საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ თანამდებობა დატოვა, - ამის შესახებ ქეცბაიამ საქართველო-პოლონეთის მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"სამწუხაროა, რომ ასე დამთავრდა ჩემი მოღვაწეობა საქართველოს ნაკრებში. მომავალში ვუსურვებ წარმატებას და მე, როგორც რიგითი ქართველი, მუდამ საქართველოს ნაკრების გულშემატკივარი ვიქნები", - აღნიშნა ქეცბაიამ.
თემურ ქეცბაიამ სამწვრთნელო შტაბის შესაძლო დატოვების შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "სპორტულ არენაში" 10 ნოემბერს განაცხადა.
"პოლონეთთან წაგების შემთხვევაში, ორივე ხელს ვწევ და მივდივარ. მოგების შემთხვევაშიც დიდი სიამოვნებით წავალ. უფრო მეტი სიამოვნებით წავალ. ოღონდ თქვენ რამე გააკეთეთ და წავალ, საერთოდ აღარ გამოვიხედავ საქართველოსკენ", - განაცხადა ქეცბაიამ.
საქართველოს ნაკრები პოლონეთთან ანგარიშით 0:4 დამარცხდა.
თემურ ქეცბაია საქართველოს ნაკრებში 2009 წლიდან მუშაობს.