კრიშტიანუ რონალდუმ ახალი რეკორდი დაამყარა. მადრიდის" რეალისა" და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ლიდერს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო და საფინალო მატჩებში ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი. პორტუგალიელმა ფოვარდმა საკუთარი მონაგარი გუშინ სომხეთის ეროვნულ ნაკრებთან შეხვედრაში კიდევ ერთი გოლით გაზარდა. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში პორტუგალიელებმა სომხები 1:0 დაამარცხეს. 29 წლის რონალდუმ გუშინდელ შეხვედრაში გატანილი გოლით ყველა დროის რეკორდი მოხსნა. მას საკვალიფიკაციო და ფინალურ ეტაპებზე 37 მატჩში 23 ბურთი აქვს გატანილი.
მასალის გამოყენების პირობები