დღეს მოსკოვში პოკლონნაია გორაზე ერთმანეთს რუსეთის თავდაცვის მინისტრი ანატოლი სედიუკოვი და ცხინვალის კრიმინალური რეჟიმის ე. წ. თავდაცვის მინისტრი იური ტანაევი ერთმანეთს შეხვდნენ.
შეხვედრის მთავარი მიზანი რუსეთსა და ოს სეპარატისტებს შორის ხელშეკრულების გაფორმებაა. ხელშეკრულების ოფიციალური სახელწოდებაა _ ხელშეკრულება "სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გაერთიანებული რუსული სამხედრო ბაზის შესახებ" და იგი ე. წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუს ოკუპანტთა ყოფნის "სამართლებრივ რეგულირებას" ეხება.
რუსეთის მხრიდან ხელშეკრულებას ხელი რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა მოაწერა, სეპარატისტთა მხრიდან კი იური ტანაევმა. ოს სეპარატისტთა დელეგაცია ხელშეკრულების გასაფორმებლად მოსკოვში გუშინ ჩავიდა.