კრიშტიანუ რონალდუს პორტუგალიაში კონკურენტი გამოუჩნდა. მადრიდის „რეალისა"და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ლიდერს საუკეთესო სპორტსმენის ტიტული მსოფლიო ჩემპიონმა ველოსპორტში რუი კოშტამ ჩამოართვა. კრიშტიანუ დაჯილდოვების ცერემონიალს არ დასწრებია. 28 წლის კოშტასთვის 2014 წლის სეზონი წარმატებული გამოდგა. ივნისში მან შვეიცარიის ღია პირველობა მოიგო, რის შემდეგაც ველოსპორტის საერთაშორისო კავშირის რეიტინგში მეოთხე პოზიციაზე გადაინაცვლა.
მასალის გამოყენების პირობები