ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე საავადმყოფოში მოხვდა. სან-პაულოს კლინიკის ექიმების განმარტებით, ფეხბურთის მეფე ჰოსპიტალში სასწრაფო დახმარების მანქანით მიიყვანეს.
74 წლის პელე კუჭის ძლიერმა ტკივილმა შეაწუხა, რის გამოც იძულებული გახდა სასწრაფო გამოეძახა.
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას სამედიცინო გამოკვლევები უკვე ჩაუტარდა, თუმცა მისი ავადმყოფობის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.