„პარის სენ ჟერმენის" თავდამსხმელი ზლატან იბრაგიმოვიჩი შვედეთში საუკეთესო ფეხბურთელად კიდევ ერთხელ აღიარეს. მან „ოქროს ბურთის" ტიტული მეცხრედ მოიპოვა. დაჯილდოვების ცერემონია სტოკჰოლმში გაიმართა, რის შემდეგაც ფეხბურთელმა ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა.
„რა თქმა უნდა, ამ პრესტიჟული ჯილდოს მიღება ჩემთვის ძალიან სასიხარულოა. მეტს ვერაფერს გეტყვით, რადგანაც ის ფაქტი, რომ „ოქროს ბურთს" უკვე მეცხრედ ვიღებთ, თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს. პირველ რიგში იმაზე, რომ რაღაც კარგს ვაკეთებ,"-განაცხადა იბრაგიმოვიჩმა.
ზლატან იბრაგიმოვიჩი „პსჟ"-მდე ისეთ ცნობილ კლუბებში თამაშობდა, როგორიც „აიაქსი," „იუვენტუსი," „ინტერი," „მილანი" და „ბარსელონაა." ის ნიდერლანდებისა და საფრანგეთის ორგზის, იტალიის- ოთხზისა და ესპანეთის ერთგზის ჩემპიონია. ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში იბრაგიმოვიჩმა 99 შეხვედრა ჩაატარა და 50 გილი გაიტანა.