საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს 2015 წლიდან ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. თემურ ქეცბაიამ სამწვრთნელო შტაბის შესაძლო დატოვების შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "სპორტულ არენაში" განაცხადა.
"ჩამომიყვანეთ ამ ქვეყანაში სადაც ფეხბურთი იყო გაპარტახებული და დანგრეული. დავტოვე ყველაფერი, ოჯახი, ფეხბურთი, სახლი, კარი და ჩამოვედი. პოლონეთთან წაგების შემთხვევაში, ორივე ხელს ვწევ და მივდივარ. მოგების შემთხვევაშიც დიდი სიამოვნებით წავალ. უფრო მეტი სიამოვნებით წავალ. ოღონდ თქვენ რამე გააკეთეთ და წავალ, საერთოდ აღარ გამოვიხედავ საქართველოსკენ", - განაცხადა ქეცბაიამ.
თემურ ქეცბაია საქართველოს ნაკრებში 2009 წლიდან მუშაობს. მიმდინარე სეზონის მეოთხე ოფიციალურ შეხვედრას კი ეროვნული ნაკრები, თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით, 14 ნოემბერს პოლონეთის წინააღმდეგ "დინამო არენაზე" ჩაატარებს.
მასალის გამოყენების პირობები