რაფაელ ნადალს ღეროვანი უჯრედებით უმკურნალებენ. ამის შესახებ გამოცემა Tennis World-ს მსოფლიოს მესამე ჩოგანის ბიზამ და მწრთვნელმა ტონი ნადალმა განუცხადა.
„ რაფაელი თითქმის ნახევარი წელია, წელის ძლიერ ტკივილს განიცდის. ამიტომ, გადავწყვიტეთ თერაპიის ამ მეთოდს მივმართოთ. მკურნალობის კურსი ხუთ კვირას გაგრძელდება და ვიმედოვნებთ, რომ სასურველი შედეგით დასრულდება,"-განაცხადა ჩოგბურთელის ბიძამ.
ცოტა ხნის წინ ნადალს ბრმა ნაწლავი ამოკვეთეს, რის გამოც მან ლონდონის ტურნირის გამოტოვება მოუწევს. მანამდე კი ესპანელმა ჩოგბურთელმა ტრავმის გამო ამერიკის ღია პირველობა გამოტოვა.
მასალის გამოყენების პირობები