BMW Club Georgia-ს მიერ ორგანიზებული საქართველოს დრიფტის ჩემპიონატი ხუდადოვზე ყველაზე აზარტული შეჯიბრით დასრულდა. პირველად ქართული ავტოსპორტის ისტორიაში, დრიფტის ფინალი აღმართზე სვლით მიმდინარეობდა. ჩემპიონატის რიგით მეხუტე ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს 10 პროფესიონალი და 20-ზე მეტ მოყვარული დრიფტერი ეჯიბრებოდა.
„ეს იყო ძალიან დაძაბული, სანახაობრივი და ექსტრემალური ფინალი - შეჯახებები, მწყობრიდან გამოსული ავტომობილები, ბოლში გახვეული ტრასა, უამრავი მაყურებელი, შეძახილები, შოუ და ემოცია. მაქსიმალური ზომები მივიღეთ, რომ შეჯიბრი უსაფრთხოდ ჩატარებულიყო. რაც მთავარია, მრბოლელებს რთული ამოცანის დაძლევა მოუწიათ - ქალაქის პირობებში, აღმართში დრიფტით სვლა პირველად მოხდა და ამ გამოწვევას ბიჭებმა ღირსეულად უპასუხეს," აცხადებს BMW Club Georgia-ს დამფუძნებელი გიგი ტუღუში.
დრიფტში გამარჯვებულებს საწვავის სახით პრიზები კომპანია რომპეტროლმა გადასცა. BMW Club-მა კი ისინი ფულადი პრემიებით დააჯილდოვა.
პროფესიონალთა კლასში პირველ ადგილზე დაძაბული შეჯიბრის შედეგად BMW Club-ის წევრი ირაკლი ბერულავა გავიდა. მას 500 ლარი პრემია და 50 ლიტრი რომპეტროლის EFIX-S სუპერი გადაეცა. მეორე ადგილზე გავიდა ასევე კლუბის წევრი გუგა კირვალიძე, მას 300 ლარი და 50 ლიტრი რომპეტროლის EFIX-S სუპერი გადაეცა. მესამე ადგილი ირაკლი ფიფიამ მოიპოვა, მას 100 ლარი, 50 ლიტრი საწვავი ერგო.
რაც შეეხება მოყვარულებს, პირველი ადგილი ასევე კლუბის წევრმა ვახო ხურციძემ მოიპოვა, მას 150 ლიტრი რომპეტროლის EFIX-S სუპერი გადაეცა. 100 ლიტრით რომპეტროლის EFIX-S სუპერით დაჯილდოვდა ალექსანდრე ხეროდინაშვილი და მესამე ადგილზე გავიდა ზაალ სიფრაშვილი, რომელსაც 50 ლიტრი რომპეტროლის EFIX-S სუპერი გადაეცა.
საქართველოს დრიფტის 5 ეტაპიანი ჩემპიონატის განმავლობაში, ოთხი შეჯიბრი რუსთავის ავტოდრომზე ჩატარდა, ფინალის ადგილად კი ყველაზე სახიფათო - ხუდადოვის ტრასა შეირჩა.
ჩემპიონატში გამარჯვებულთა დაჯილდოვების ცერემონია 14 ნოემბერს მათე მოტორსის ახალ პავილიონში გაიმართება, ორგანიზატორები, დაჯილდოვებისას ავტოგამოფენას და საინტერესო სანახაობას გეგმავენ. წლის მთავარ ღონისძიებას 4 საუკეთესო დიჯეი გაუძღვება