იტალიის ემპიონატის მე-11 ტურში „პარმა" გამანადგურებული ანგარიშით დამარცხდა. ტურინში გასვლითი შეხვედრა დონადონის შეგირდებმა ანგარიშით 7:0 დათმეს. „იუვენტუსელთა" რიგებიდან დუბლი ფერნანდო ლორენტმა, კარლოს ტევესმა და ალვარო მორატამ გაიფორმეს, ერთი ბურთი კი მეტოქის კარში შტეფან ლიხტშტაინერმა გაიტანა. „პარმასთან" 3 ქულის აღებით „იუვენტუსმა" 28 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში ლიდერობა შეინარჩუნა, „პარმა" კი ჩემპიონატის აუტსაიდერი გახდა.
მასალის გამოყენების პირობები