დევიდ ბეკჰემის ვაჟი მამის ტრადიციას აგრძელებს. 15 წლის ბრუკლინ ბეკჰემმა ლონდონის „არსენალთან"კონტრაქტი წლის ბოლომდე გააფორმა. იმ შემთხვევაში, თუ უმცროსი ბეკჰემი ახალგაზრდა „მეთოფეებში" თავს გამოიჩენს, სეზონის დასრულების შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობამ მას შესაძლოა ერთწლიანი კონტრაქტი დაუდოს. მანამდე ბეკჰემის უფროსი ვაჟი ფოტომოდელად მუშაობდა. ის ჟურნალ Man About Town-სთვის პოზირებდა.
მასალის გამოყენების პირობები