ყველაზე მამაცი დრიფტერებისთვის, BMW Club Georgia-ს ორგანიზებით, 8 ნოემბერს, ხუდადოვზე, საქართველოს დრიფტის ჩემპიონატის ფინალი გაიმართება. BMW Club Georgia-ს ინფორმაციით, შეჯიბრი 13:00 საათზე დაიწყება და წლის ჩემპიონები 10 პროფესიონალ და 20-ზე მეტ მოყვარულ დრიფტერს შორის გამოვლინდებიან.
„ეს იქნება ძალიან დაძაბული, სანახაობრივი და ექსტრემალური ფინალი. გზა ძალიან სახიფათოა და მრბოლელებს პატარა შეცდომაც მანქანის დამტვრევის ფასად დაუჯდებათ "- აცხადებს BMW Club Georgia-ს დამფუძნებელი გიგი ტუღუში.
შეჯიბრს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ის ფაქტი, რომ პროფესიონალ მრბოლელებს, ხუთეტაპიანი ჩემპიონატის განმავლობაში, ერთნაირი ქულები დაუგროვდათ რის გამოც, ხუდადოვზე ძალიან დაძაბული და უთანასწორო ბრძოლას ელიან.
დრიფტში გამარჯვებულებს პრიზების სახით საწვავს ტრადიციულად კომპანია „რომპეტროლი"გადასცემს.
პროფესიონალთა კლასის გამარჯვებულებს შემდეგი პრიზები გადაეცემათ:
I ადგილი - 500 ლარი, 50 ლიტრი რომპეტროლის EFIX-S სუპერი, თასი, მედალი, დიპლომი.
II ადგილი - 300 ლარი, 50 ლიტრი რომპეტროლის EFIX-S სუპერი, მედალი, დიპლომი.
III ადგილი - 100 ლარი, 50 ლიტრი რომპეტროლის EFIX-S სუპერი, მედალი, დიპლომი.
მოყვარული მრბოლელები დაჯილდოვდებიან შემდეგი პრიზებით:
I ადგილი - 150 ლიტრი რომპეტროლის EFIX-S სუპერი, თასი, მედალი, დიპლომი.
II ადგილი - 100 ლიტრი რომპეტროლის EFIX-S სუპერი, მედალი, დიპლომი.
III ადგილი - 50 ლიტრი რომპეტროლის EFIX-S სუპერი, მედალი, დიპლომი.
ჩემპიონატის ორგანიზატორებმა, მაყურებელს სიურპრიზი გაუკეთეს - ფინალზე დასწრება ყველა მსურველისთვის უფასო იქნება.
საქართველოს დრიფტის 5 ეტაპიანი ჩემპიონატის განმავლობაში, ოთხი შეჯიბრი რუსთავის ავტოდრომზე ჩატარდა, ფინალის ადგილად კი ყველაზე სახიფათო - ხუდადოვის ტრასა შეირჩა.