პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
კომისიის წევრებმა პრემიერს ოლიმპიური ფესტივალის-„თბილისი 2015" მზადების პროცესზე და გაწეული სამშენებლო სამუშაოების შესახებ ანგარიში წარუდგინეს.
სხდომას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო. მან კომისიას მიაწოდა ინფორმაცია სპორტული ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად ქალაქის ბიუჯეტიდან გამოსაყოფი სახსრების შესახებ.
სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის მეთაური 2018 წელს ბათუმში დაგეგმილი მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის შესახებ საორგანიზაციო საკითხებს გაეცნო და რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
მასალის გამოყენების პირობები