"საქართველოს კრიზისი," - ამ სახელწოდების საგანგებო კონფერენცია გაიმართება რამდენიმე საათში შეერთებულ შტატებში, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში, სადაც მოწვეული სტუმრები და ანალიტიკოსები ქვეყანაში ამჟამად შექმნილ ვითარებას განიხილავენ.როგორც ,,რუსთავი-2"-თან საუბარში ჰოპკინსის უნივერსიტეტის ანალიტიკოსმა რუსეთისა და ევრაზიის საკითხებში, ფრედ სტარმა განმარტა როდესაც ხელისუფლებას ტოვებს ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი დასავლური მიმართულების მინისტრი, ძალზე სამწუხაროა.
„ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ ვისით შევსებს ღარიბაშვილი ამ თანამდებობებს. ,,თვაისუფალი დემოკრატები" კოლიციის ლიდერები იყვნენ და ამიტომ ეს პრობლემური საკითი იქნება. თანამდებობიდან წავიდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფიგურა, მათ შორის ევრო-ინტეგრაციის მინისტრი. ეს ყველაფერი არც ისე კარგად ჩანს. პროკურატურის ქმედებები გარკვეულ ეჭვებს ბადებს. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ შესაძლო პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლო დევნას. არის თუ არა ამ პროცესების ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილი თავისი მთიდან, ვფიქრობ ეს მთავარი შეკითხვაა შეერთებული შტატებსა და საქართველოში. ის ჩრდილში დგას. თუმცა, ჩემი აზრით, ისევ დიდი ძალა გააჩნია," - განაცხადა ჰოპკინსის უნივერსიტეტის ანალიტიკოსმა რუსეთისა და ევრაზიის საკითხებში, ფრედ სტარმა.
მასალის გამოყენების პირობები