15 ნოემბერს, მალტა მე-12 საბავშვო ევროფესტივალს უმასპინძლებს.
2014 წლის საბავშვო ევროფესტივალზე საქართველოს Lizi-Pop-ი (ლიზა ჯაფარიძე) წარადგენს, სიმღერით "Happy Day". Lizi-Pop-თან ერთად, მაყურებელი იხილავს ოთხ მოცეკვავე გოგონას: ქეთი არბოლიშვილს, ნიტა ლომიძეს, სოფო და დეა დაშნიანებს.
სიმღერის შექმნაზე კონკურსანტთან ერთად, კომპოზიტორმა გიგა კუხიანიძემ იმუშავა. არანჟირება ეკუთვნის რომა გიორგაძეს. Lizi-Pop-ის ვოკალზე სოფიო ოყრეშიძე მუშაობს, ხოლო ქორეოგრაფიაზე - თამარ გოგორელიანი. მომღერლის იმიჯზე მარიკა ქურდუბაძე ზრუნავს.საქართველო საბავსვო ევროფესტივალის გამარჯვებული ორჯერ გახდა, წელს კი კონკურსში მერვედ მონაწილეობს.
კონკურსის პირდაპირი ეთერით ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი 15 ნოემბერს, 22:00 საათიდან განახორციელებს.