დე-ფაქტო სოხუმის წარმომადგენლებმა ბრიუსელში არაღიარებული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ანგარიში წარადგინეს. ამის შესახებ სააგენტო "აპსნი" იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიება ევროპარლამენტში 4 ნოემბერს "არაწარმოდგენილ ხალხთა ორგანიზაციის" ძალისხმევით ჩატარდა და მასში მონაწილეობა ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა მარინო ბუსდაჰინმა, ევროპარლამენტის წევრმა ლუქსემბურგიდან ფრანკ ენგელმა და აფხაზეთის დეფაქტო საგარეო სამეთა სამინისტროს წარმომადგენელმა საფრანგეთში მორის ბონომ მიიღეს. ანგარიშის მოსმენის შემდეგ ფორუმის მონაწილეებმა აფხაზეთში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს.