როკის გვირაბს სამხრეთ ოსეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ამის შესახებ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერმა გვირაბის გახსნის საზეიმო ცერემონიალზე განაცხადა.
ეს გვირაბი ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რადგანაც ის სამხრეთ ოსეთს დიად რუსეთთან აკავშირებს. 1989 წლიდან დღემდე მან ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ფუნქცია შეასრულა. სწორედ როკის გვირაბი და ტრანსკავკსაიური მაგისტრალია ჩვენი ქვეყნის გადარჩენის სიმბოლო. ეს არის სამხრეთ ოსეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის გზა, რომელსაც არამხოლოდ სოციალურ-ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური დატვირთვაც აქვს,"-განაცხადა ლეონით თიბილოვმა.