აჭარის ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოდგილე ყავს. ზურაბ თენიეშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის N125 ბრძანების საფუძველზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილედ 2014 წლის 3 ნოემბერს დაინიშნა.
ზურაბ თენიეშვილი პროფესიით ექიმია, 1982 წელს დაამთავრა ყუბანის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტი ქ. კრასნოდარში. 1973-1975 წწ მუშაობდა ქ. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურში, 1982-1988 წწ მუშაობდა ექიმ ოფთალმოლოგად ქ. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, 1988-2004 წწ საქართველოს უშიშროების სამინისტროს ქ. ბათუმის პოლიკლინიკის სამედიცინო სამსახურის უფროსად, 2004-2014 წწ იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამედიცინო სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილე.
ზურაბ თენიეშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში სოციალურ სფეროს უხელმძღვანელებს.