დაიწყო საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების კატასტროფების მართვის დეპარტამენტის ჰუმანიტარული ტვირთის დარიგება. საკვები და პირველადი დახმარების ნივთები დაურიგდება 320 ოჯახს ქ. ბათუმში და 100 ოჯახს ქობულეთის მუნიციპალიტეტში, რომლებიც ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალადნენ და რომელთა უმრავლესობა სოციალურად დაუცველი ან მრავალშვილიანია. თითოეულ დაზარალებულ ოჯახს გადაეცემა სამზარეულოს 1 ნაკრები, საკვების 2 ამანათი, 2 ჰიგიენური ამანათი, 1 ლეიბი და 2 საბანი.
ჰიგიენური დახმარების გადაცემას დაესწრო აჭარის მთავრობის თამჯდომარე არჩილ ხაბაძე, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ნათია ლოლაძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები ლევან გორგილაძე და რამაზ ჯინჭარაძე, ასევე ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი.
დაზარალებულთა დახმარება შესაძლებელი გახდა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება საერთაშორისო ფედერაციის კატასტროფებზე რეაგირების საგანგებო ფონდის მეშვეობით.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს, ძლიერი და ხანგრძლივი წვიმების შედეგად ქალაქი ბათუმი და ქობულეთის მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვნად დაზარალდა. აჭარის მთავრობაში შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომელიც მონიტორინგს უწევდა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს და ზარალის შეფასებას. სწჯს-ის ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელები და მოხალისეები აქტიურად მონაწილეობდნენ დაგეგმილ ღონისძიებებში.
მასალის გამოყენების პირობები