ოსეთის ერთიანობა, ტრადიციების და მშობლიური ენის დაცვა და ძლიერი ერის ჩამოყალიბება, ეს საკითხები განიხილებოდა დღეს ვლადიკავკაზში გამართულ ოსების მერვე მსოფლიო ყრილობაზე.
შეკრებილებს სიტყვით ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტმა თეიმურაზ მამსუროვმა და მისმა ,,სამხრეთელმა კოლეგამ", ასევე ყოფილმა კოლეგამ ედუარდ კოკოითმაც მიმართეს.
კოკოითმა ტრიბუნიდან განსაკუთრებით 2008 წელს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა რუსეთს და იქვე უარყო ხმები, ოსეთის რუსეთის ფედერაციასთან მიერთების შესაძლებლობის შესახებ. უფრო მეტიც, ამ ვარიანტის მიმართ კატეგორიული წინააღმდეგობა გამოთქვა.
,,დღეს ჩვენ ისეთი რეალობის წინაშე ვდგავართ, როცა ჩვენმა ხალხმა თავისი ვაჟკაცობით, გმირობით, გამძლეობით, მიაღწია იმას, რომ სახელმწიფო გვაქვს. უნდა კეთილი ვინებოთ და განვამტკიცოთ ეს სახელმწიფოებრიობა და ხელი არ უნდა მოვაწეროთ ჩვენს უღონობას. მე მგონი, ოსი ხალხის უმეტესობა იზიარებს ჩემს სულისკვეთებას. " - განუცხადა მან ოს ჟურნალიტებს. თუმცა, კოკოითის შეხედულება ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის პარლამენტის სპიკერმა ანატოლი ბიბილოვმა არ გაიზიარა.
მისი აზრით, ჩრდილო და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები ერთიანები უნდა იყვნენ არა მარტო სიტყვით, არამედ დოკუმენტის ძალითაც.
ბიბილოვმა განაცხადა, რომ მთელი ოსი ხალხი სწორედ რუსეთთან გაერთიანებისკენ მიილტვის.